LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ხერხეულიძე: სააკაშვილს სასამართლოს გადადებაზე რეაქცია არ ჰქონია, რადგან მას საამისოდ ძალა არ ჰყოფნის

179
BeFunky-collage (1)

„მან ახლა გაიგო, რომ სასამართლო გადაიდო. სთხოვა ადვოკატს, რომ მოვიდეს და დეტალებზე გაესაუბროს. სასამართლოს გადადებაზე არანაირი რეაქცია არ ჰქონია. ამ ადამიანს არ ჰყოფნის ძალა იმისთვის, რომ ყველა წვრილმანზე რეაქცია ჰქონდეს”, –  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ განაცხადა.

როგორც ეკა ხერხეულიძემ კლინიკა “ვივამედთან” აღნიშნა, სააკაშვილს არანაირი წინააღმდეგობა არ აქვს, პროცესი პალატაში ჩატარდეს, ოღონდ ეს კამერებისთვის დახურული არ უნდა იყოს.

„სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის პოზიცია არის ერთადერთი – მას სურს, რომ პროცესს დაესწროს. ეს იმ ცნობილი გარემოების გამო, რომ ყველა იმ ადამიანმა, ვისაც ეჭვი ეპარება ჩვენ გამოტანილი ინფორმაციის სისწორეში, ფიქრობენ, რომ ვაზვიადებთ, ნახოს რა მდგომარეობაშია. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ მაქსიმალურად თავშეკავებულად აღვწერთ მის მდგომარეობას. პირიქით, ვზოგავთ და არ აღვწერთ იმ სიმძიმეს, რაც ჩვენ პალატაში გვხვდება. რა თქმა უნდა, ის დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, მაგრამ არსებობს დამხმარე შესაძლებლობები – საკაცე, ეტლი, რითაც ის სასამართლომდე მისვლას შეძლებს. თუ ეს ტექნიკურად ვერ მოხერხდება, პალატაში ჩატარდეს პროცესი. მას არანაირი წინააღმდეგობა არ აქვს, ოღონდ ეს კამერებისთვის დახურული პროცესი არ იყოს. მან ახლა გაიგო, რომ სასამართლო გადაიდო. სთხოვა ადვოკატს, რომ მოვიდეს და დეტალებზე გაესაუბროს. სასამართლოს გადადებაზე არანაირი რეაქცია არ ჰქონია. ამ ადამიანს არ ჰყოფნის ძალა იმისთვის, რომ ყველა წვრილმანზე რეაქცია ჰქონდეს”, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, სხდომა 14 დეკემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა. დღევანდელ სხდომაზე მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის შუამდგომლობა დააყენეს.

როგორც შალვა ხაჭაპურიძემ განმარტა, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ყოფილმა პრეზიდენტმა სხდომაზე გამოცხადება ვერ შეძლო, მისი ჩართვა დისტანციურად უნდა განეხორციელებინათ. სწორედ ამ მიზეზით, აღნიშნულის ტექნიკურად უზრუნველყოფისთვის და ასევე იმის გამო, რომ მოსამართლეს საქმის მასალების გასაცნობად დრო სჭირდებოდა, სხდომა გადადო.

„2 საეჭვო შემთხვევა შემიძლია გავიხსენო“ – რა ვიცით მოსამართლე გიორგი არევაძეზე, რომელიც სააკაშვილის საქმეს განიხილავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g