LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიული ალასანია: ყველა ექიმი, ვინც მიხეილ სააკაშვილი გასინჯა, ერთხმად ამბობს, რომ ის სიკვდილის პირასაა

187
გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ყველა ექიმი, ვინც მიხეილ სააკაშვილი გასინჯა, ერთხმად ამბობს, რომ ის სიკვდილის პირასაა.

მისივე თქმით, სასამართლო პროცესი არ უნდა გაიწელოს, რადგან ეს შეიძლება ფატალური შედეგის გამომწვევი გახდეს.

„მიხეილ სააკაშვილის, ჩემი, ყველა ახლობლის პოზიცია არის ის, რომ ეს პროცესი არ უნდა გაწელილიყო და არ უნდა გაიწელოს, რადგან შეიძლება ფატალურად დამთავრდეს. ეს არაერთხელ ითქვა.

ადვოკატი: გაგზავნილ წერილებზე პასუხები რომ მიგვეღო, სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების საკითხს თავად იუსტიციის სამინისტრო დააყენებდა

წეღან ვისმენდი ტოქსიკოლოგის, დევიდ სმიტის აზრს ქართულ ენაზე. ადამიანი ამბობს, რომ პაციენტი სიკვდილის პირასაა. ვინც გასინჯა, ყველა ექიმი, ერთხმად, ამას ამბობს და ვის დავუჯეროთ? ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს.“ – განაცხადა გიული ალასანიამ.

წულუკიანი სააკაშვილზე: იმედი მაქვს, შეწყვეტს თვითდაზიანების პროცესს და კვების ნორმალურ რეჟიმს განაახლებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g