LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარია კალასს ონასისი ნარკოტიკების მიღებას აიძულებდა, შემდეგ კი მასზე ძალადობდა – შოკისმომგვრელი უცნობი ფაქტები ლეგენდარული კალასის ცხოვრებიდან

1107
mariakalasi

ლეგენდარული საოპერო მომღერლის, მარია კალასის შესახებ თითქოს აქამდე ყველაფერი ვიცოდით. მეტიც, არსებობს არაერთი ავტობიოგრაფიული ფილმი, რომელიც ლეგენდარული მომღერლის ცხოვრებაზე გვიყვება. ახალი წიგნი კი სახელად „მარია კალასის დამალული ცხოვრება“, ყველაფერს თავდაყირა აყენებს. წიგნიდან, რომლის ავტორიც ლინდსი სპენსია, ვიგებთ, რომ კალასი ცხოვრების პერიოდში არაადამიანური მოპყრობისა და ძალადობის მსხვერპლი იყო, პირველ რიგში პარტნიორის, მილიარდერი არისტოტელ ონასისის მხრიდან.

დივა, მილიარდერი და პირველი ლედი – მარია კალასის და არისტოტელე ონასისის სიყვარულის ისტორია

საინტერესოა, რომ ონასისი და კალასი ერთმანეთს 50-იანი წლებში ხვდებოდნენ. დღეს ცნობილი ხდება, რომ მილიარდერი ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდა მუსიკოსზე. ის ნარკოტიკების მიღებას აიძულებდა და ხშირად ამის შემდეგ ძალადობდა კალასზე. ასევე ირკვევა, რომ კალასს ურთულესი ურთიერთობები ჰქონდა დედასთან, რომელიც მას პატარაობიდან პროსტიტუციას აიძულებდა. ამ პერიოდში კალასს უკვე ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, რამაც მისი მდგომარეობა უფრო დაამძიმა. მოგვიანებით ონასისი ჟაკლინ კენედიზე დაქორწინდა და მარია კალასი მიატოვა. ამ უმძიმესი მემუარებიდან ცნობილი გახდა ისიც, რომ კალასი ორსულად იყო, თუმცა  მუცელი მოეშალა.

წიგნი მარია კალასის დღიურების მიხედვით დაიწერა და ის უმძიმესი წასაკითხია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g