ჩოგბურთელი მარია შარაპოვა შავგრემანი გახდა.თავისი ახალი ფოტო მან Instagram-ზე გამოაქვეყნა. „ჰელოუინი უკვე დასრულდა, Murder Mystery-ს ვახშმები კი ახლა იწყება,“- დაწერა სპორტსმენმა.
Murder Mystery პოპულარული ამერიკული თამაშია. თამაშის მიხედვით, მისი მონაწილეები მკვლელობის მოწმეები არიან, ერთ-ერთი მათგანი კი მკვლელი, რომელიც უნდა ამოიცნო.
აქამდე, მარია შარაპოვა ყოველთვის ქერა ლამაზმანის იმიჯს ირგებდა.