LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარია შარაპოვა ,,ფორბსის” უმდიდრესი ქალების რეიტინგში მოხვდა

270
mirage-sharapova

,,ფორბსის” რეიტინგში, რომელმაც უმდიდრესი ამერიკელი ქალბატონები გააცნო საზოგადოებას, ამჯერად მარია შარაპოვაც მოხვდა. 33 წლის ჩოგბურთელის ქონება ჟურნალმა 200 მილიონ დოლარად შეაფასა და რეიტინგში 87-ე პოზიცია მიანიჭა. კაპიტალის ძირითადი ნაწილი ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ტურნირების წყალობით დააგროვა, ნაწილი კი, შოკოლადის ბიზნესით და მზისგან დამცავი საცხის კომპანიაში ჩადებული ინვესტიციით.

ლიდერის პოზიცია ,,ფორბსის” რეიტინგში კომპანიის ABC Supply-ს დამფუძნებელმა დიანა ჰენდრიქსმა მოიპოვა, რომლის ქონებამ 8 მილიარდი დოლარი შეადგინა, მეორე ადგილი ჯუდი ფოლკნერმა დაიკავა თავისი 5,5 მილიარდით, მესამე კი – eBay-ს ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა უიტმანმა 5 მილიარდი დოლარით.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგში, რომელშიც ოპრა უინფრი, კიმ კარდაშიანი და კაილი მინოუგი, რიანა, მადონა და ბიონსე, სელინ დიონი, ტეილორ სვიფტი და ვერა ვონგი მოხვდნენ, მხოლოდ ის ქალბატონები გააერთიანა, ვინც დამოუკიდებლად შეძლო ქონების დაგროვება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები