LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარია ზახაროვა: ერთადერთი სახელმწიფოს მეთაური, ვისაც „ეყო ჭკუა“, რუსეთი ტერორისტულ თავდასხმაში დაედანაშაულებინა, ზელენსკია, რადგან „ქურდს ქუდი ეწვის“

240
ზახაროვა ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომ „თუ რუსები მზად არიან „კროკუსებში“ ჩუმად მოკვდნენ, პუტინი კიდევ არაერთი მსგავსი სიტუაციის თავისი პირადი ძალაუფლების სასარგებლოდ გამოყენებას ეცდება“, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა ეხმაურება და აცხადებს, რომ „ერთადერთი სახელმწიფოს მეთაური, ვისაც „ეყო ჭკუა“, რუსეთი ტერორისტულ თავდასხმაში დაედანაშაულებინა, ზელენსკია, რადგან „ქურდს ქუდი ეწვის“.

მისი თქმით, კიევის რეჟიმი ტერაქტში რუსეთს ადანაშაულებს, თეთრმა სახლმა კი მკაცრად დაგმო ბოევიკების ქმედებები. „ისინი ვერც კი შეთანხმდნენ საერთო ვერსიაზე“, – დასძინა ზახაროვამ.

„ერთადერთი სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც ეყო ჭკუა, რუსეთი ტერორისტულ თავდასხმაში დაედანაშაულებინა, ზელენსკია, რადგან ქურდს ქუდი ეწვის. ვერანაირი წყევლა ვერ გაანადგურებდა მას ისე, როგორც თავისივე თვითმამხილებელი განცხადება“, – აღნიშნა ზახაროვამ.

ცნობისათვის, ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 133-მდე გაიზარდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები