რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას განცხადებით, შეუძლებელია არ გვაღელვებდეს შემაშფოთებელი ტენდენციები კავკასიაში, სადაც დასავლეთი აშკარად ცდილობს უკრაინაში შემუშავებული კონფრონტაციების სქემების გადატანას.
ზახაროვამ აღნიშნულზე პრესკონფერენციაზე სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზების საუბრისას განაცხადა და სომხეთში ანტირუსულ განწყობებზე ისაუბრა:
„ვხედავთ, როგორ უპრეცედენტო ზეწოლას განიცდის ჩვენი მოძმე სომხეთი გარე ძალების მხრიდან. ვაშინგტონისა და ბრიუსელის მითითებით არსებული მრავალრიცხოვანი ფონდები, არასამთავრობოები და მედია გაორმაგებული ძალისხმევით ცდილობენ სომხეთში ანტირუსული განწყობების გაღვივებას.“– განაცხადა მარია ზახაროვამ.