LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნენსი პელოსი ერევანში ვიზიტისას: აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიაზე უკანონო და სასიკვდილო თავდასხმებს მკაცრად ვგმობთ

64
BeFunky-collage (1)

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის განცხადებით, აზერბაიჯანმა სომხეთთან საზღვარზე “უკანონო თავდასხმები” განახორციელა.

ამის შესახებ პელოსიმ ერევანში სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ალენ სიმონიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

პირველი ვიზიტი, რომელიც დაემთხვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მომხდარ სასაზღვრო კონფლიქტს – ნენსი პელოსი სომხეთში ჩავიდა

”ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმებს. ეს აზერბაიჯანელების მიერ იყო ინიცირებული და ამის აღიარება უნდა მოხდეს“, – აღნიშნა ნენსი პელოსიმ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ასევე ხაზი გაუსვა კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის აუცილებლობას.

„ჩვენს შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ყურადღებას ვამახვილებთ უსაფრთხოებაზე. შეხვედრა მოჰყვა აზერბაიჯანის მხრიდან არაკანონიერ და სასიკვდილო თავდასხმას სომხეთის ტერიტორიაზე. ჩვენ, ჩვენი დელეგაცია კონგრესის სახელით მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმებს, რომელიც საფრთხეს უქმნის სამშვიდობო შეთანხმების ასე საჭირო პერსპექტივებს. შეერთებულმა შტატებმა, როგორც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, მკაფიოდ და დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ კონფლიქტს არ შეიძლება, ჰქონდეს სამხედრო გადაწყვეტა.

ჩვენ ვაგრძელებთ მოვლენებზე თვალყურის დევნებას და მხარს ვუჭერთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით, ყოვლისმომცველ და მდგრად გადაწყვეტას. მანამდე გამართულ შეხვედრებზე აღვნიშნეთ, რომ ათწლეულების განმავლობაში კონგრესში მთიან ყარაბაღში არსებულ კონფლიქტზე პასუხისმგებლობას თურქეთსა და აზერბაიჯანს ვაკისრებდით“, – განაცხადა პელოსიმ.

ცნობისთვის, ეს არის სომხეთში პელოსის პირველი ვიზიტი, რომელიც დაემთხვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მომხდარ სასაზღვრო კონფლიქტს.

სომხეთის თანახმად, 13 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 00:05 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის ტერიტორიის მიმართულებით ფართომასშტაბიანი საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.

ბაქომ განაცხადა, რომ მისი მოქმედებები გამოწვეული იყო სომხეთის მიერ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის მიმართულებით „ფართომასშტაბიანი პროვოკაციით“.

ბოლო ინფორმაციით, შეტაკებებს  200 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა.

“საქართველოს მოუწევს ადეკვატური რეაგირება იმ მოთხოვნებზე, რომლებიც წამოვა კონფლიქტში მონაწილე მოთამაშეებისგან” – კახა გოგოლაშვილი განმარტავს, რა შეიძლება გამოიწვიოს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გამწვავებამ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g