ეზოთერიკოსი მარიამ ციმინტია პასუხობს ჟურნალ „გზის“ კითხვას, რა საფრთხეებს ხედავს საქართველოსთვის:
„პრობლემას ვხედავ საქართველოში მცხოვრები უცხოტომელების მხრინდა. პროცესი, რომელიც მაშფოთებს, დაწყებულია. უცხოელები დიდი რაოდენობით მიწებს ყიდულობენ. ეს მათ ძალიან გაამდიდრებს, ხოლო მიწის გარეშე დარჩენილ ქართველებს ძალიან დიდ სიღარიბეში მოუწევთ ცხოვრებას. ქართველი ერი საბოლოოდ გადარჩება, ოღონდ მეტი სიფრთხილე, გონიერება, მეტი განათლება და მეტი წინდახედულობა გვმართებს.
სხვათა შორის, ვგრძნობ, რომ აფხაზეთის პრობლემაც მოგვარდება. რაღაც მოხდება ისეთი, რის შემდეგაც აფხაზები ჩვენკენ მობრუნდებიან. თანაც, არა შორეულ წარსულში, არამედ სულ რაღაც სამ წელიწადში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება…“