LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ელიეშვილის ზღაპრული თაფლობის თვე რჩეულთან ერთად პუნტა კანაში: „გარემოც გვიწყობდა ხელს და რაც მთავარია, გიორგისთან ერთად ვიყავი…“

3184
მარიამ ელიეშვილი

მომღერალი მარიამ ელიეშვილი თავის რჩეულთან, გიორგი მჭედლიშვილთან ერთად თაფლობის თვის გასატარებლად დომინიკის რესპუბლიკაში, კურორტ პუნტა კანაზე გაემგზავრა, საიდანაც გამომწერებს საინტერესო ფოტო და ვიდეომასალას უზიარებდა. კურორტით აღფრთოვანება fortuna.ge-სთანაც გააზიარა, როდესაც რამდენიმე კითხვაზე გვიპასუხა…

მარიამ, როგორი გამოვიდა თქვენი მოგზაურობა?

პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ სოციალურ ქსელში რომ შევდიოდი, ჩვენი მოგზაურობის შესახებ ბევრი სტატია მხვდებოდა, მგულშემატკივრობდნენ. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას და სითბო და სიყვარული დავუბრუნო. მადლობა ყველა გამოხატული ემოციისთვის.

როგორ შეარჩიეთ დასასვენებელი ადგილი თქვენს მეორე ნახევართან ერთად?

ამ ცივ პერიოდში გადავწყვიტეთ, შედარებით თბილ ქვეყანაში ზამთრის სიცივეს გავქცეოდით. დაუვიწყარი და ემოციურად დატვირთული ტურნე გამოგვივიდა, ავარჩიეთ პუნტკა კანა, კურორტი, რომელიც არის ულამაზესი. ვინც ნამყოფია, დამეთანხმება, რომ ძალიან ლამაზია. ცოტა შორია საქართველოდან. თითქმის ერთი დღე უნდა იქ გამგზავრებას, თუმცა ღირდა ამდენხნიან მოგზაურობად. კურორტზე ბუნებრივმა სილამაზემ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გარემოც გვიწყობდა ხელს და რაც მთავარია, გიორგისთან ერთად ვიყავი.

დასვენების დღეებზე ლამაზი ადგილების ტურები მოვაწყვეთ. ჩვენთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი იყო საონას კუნძული, რომელიც თავისი გამორჩეული ქვიშის თუ წყლის ფერით, ბუნგალოებით, პალმებით, იყო ნამდვილი ზღაპარი და სამოთხე. ასევე დასამახსოვრებელი იყო ჯუნგლების ტური, „ზიპლაინისა“ და „ოფროუდის“ ტურები დავგეგმეთ. ამასაც ჰქონდა ხიბლი. ექსტრემი გარკვეულწილად მიყვარს. ზოგჯერ მიყვარს გარისკვა თავისი გარანტიებით (იღიმის). ქალაქის ცენტრიდან სხვადასხვა ადგილზე წასვლა და ირგვლივ ტერიტორიების დათვალიერება, იყო დაუვიწყარი, გავაზიარე ბევრი ვიდეო, თუმცა ყველაფრის აღწერა შეუძლებელია. ეგზოტიკური ბუნება, ხილი, მხიარული და ღიმილიანი ხალხი, რომელიც ორიენტირებულია, რომ სწორად გაგაცნოს საკუთარი ქვეყანა, მომზადებული გიდები, რომლებმაც ძალიან შეგვაყვარეს ეს ქვეყანა… დარწმუნებული ვარ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა იქ გავემგზავრე.

გიორგისთან ერთად ეს პირველი ერთობლივი ვოიაჟი იყო?

გიორგი ჩემს ღონისძიებებზე ევროპის სხვადახვა ქვეყანაში ჩამოდიოდა, მაგრამ ეს არ იყო ჩვენი ოჯახური მოგზაურობა, სხვა როლი ჰქონდა. მე დედასთან ერთად დავდიოდი გასტროლებზე და გიორგი ჩამოდიოდა კონცერტებზე დასასწრებად. ოჯახურად პირველად ვიმოგზაურეთ…

თაფლობის თვეა თუ ქორწილის შემდეგ გეგმავთ?

შეგვიძლია, ამ მოგზაურობას თაფლობის თვეც ვუწოდოთ. ქორწილის თარიღი ჯერჯერობით დადგენილი არ გვაქვს, ჩვენი გრაფიკიდან გამომდინარე, თუმცა უახლოეს პერიოდში იგეგმება. როცა ორივე ჩვენგანს გამოგვიჩნდა თავისუფალი დრო, ეს მოგზაურობაც სწორედ მაშინ დაიგეგმა…

ქორწილისთვის კაბის შეთვალიერება თუ მოახერხეთ?

ჯერ კაბასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული არ ვარ, მაგრამ იდეები მაქვს.

როდის გადადიხართ საცხოვრებლად აშშ-ში? როგორც ვიცი, გიორგი იქ ცხოვრობს.

გაზაფხულის პერიოდში საქართველოში ვიქნები, პროექტი მაქვს დასასრულებელი. შემდეგ კონკრეტულად არ ვიცი, რა პერიოდში მომიწევს გადასვლა აშშ-ში, ამიტომ ჯერ ზუსტ თარიღს ვერ დავასახელებ.

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები