LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ გეგუჩაძე: “განსხვავებული აზრი გაქვს? ნაცი ხარ და კობახიძე დაგამთავრებს ახლო მომავალში, ამ ქვეყანაში ძველი ბიჭების სირბილი და დაშინება უფრო მუშაობს, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ…”

916
BeFunky-collage (6)

სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ გეგუჩაძე არჩევნების მეორე ტურსა და ცესკოს მონაცემებს ეხმიანება სოციალურ ქსელში და წერს, რომ საქართველოში არჩევნები არ არსებობს.

“ამ ქვეყანაში არ არსებობს არჩევნები. “ქუჩა” , ძველი ბიჭების სირბილი და დაშინება უფრო მუშაობს ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ. მივდივართ იგივე წრეზე, ადმინისტრაციული რესურსი – მუქარა- მოსყიდვა და ასე შემდეგ.

შემდეგ მოდის ცესკო (ყველაზე არარესპექტაბელური ორგანიზაცია თავისი ახალი უფროსით) რომელიც გინდ არსებობდეს, გინდ არა. მაინც იგივეს ამბობს რასაც გორბი.

განსხვავებული აზრი გაქვს? ნაცი ხარ და ირაკლი კობახიძე დაგამთავრებს ახლო მომავალში.

და ამ დროს რას შვება ზოგი (ან რას ამბობენ) ? მეეესამე ძალას ველოდებითო. ოღონდ უნიკალურს,თან ახალს და თან გამოცდილს, თან

მაღალი სტანდარტის მქონეს თან ცოტა, ჩვენიც რომ ესმოდეს .

“მესამე ძალა” რომ მოგვევლინება, ჩვენ, ვერაფერს ვერ ვთავაზობთ. არჩევნები არ არსებობს, სასამართლოც არ არსებობს .

და თან ამ ჰაერივით საჭირო ცვლილებების სიმძიმესაც, აბსტრაქტულ მესამე ძალას კიდებენ. ანუ ჩვენ არ გვაქ ორი ხელი, თავი, ორი ფეხი. ვიღაც მოვა, თეთრი რაშით, იდეალური, ყველას რომ მოეწონება და გადაგვარჩენს.

მესამე ძალა არა, ნათლია კიდია ზემოთ, ახედეთ და მაგას თხოვეთ, შეგისრულებთ.

პ.ს. ამდენი ზეწოლის და გაყალბების ფონზე, მაინც 1000-2000 ხმით მოახერხეს, მოგების დაწერა. ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყნის დიდ ნაწილს, აღარ უნდა ივანიშვილი მისი მონებით”, – წერს მარიამ გეგუჩაძე.

ნანუკა ჟორჟოლიანი: “ამ ასაკში ძალიან მიამიტი აღმოვჩნდი, ბიძინამ არჩევნები გააუქმა… უნდა წალენჯიხა? ჰოდა მიიღოს წალენჯიხა…”

შეგახსენებთ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ, რომელმაც ცესკოს მონაცემებით არჩევნები წააგო, „ლელოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბრძოლას გააგრძელებს და გეგმას დღეს საღამოს 7:00 საათზე გააცნობს მის მხარდამჭერებს.

ნიკა მელია: დღეს საღამოს 7:00 საათზე გელოდებით რუსთაველზე, გაგაცნობთ ჩვენი ბრძოლის გეგმას

ინგა გრიგოლია: “ქოცების ხელში არჩევნებმა აზრი დაკარგა! ვინც ფიქრობს, რომ ეს გაყალბება შერჩებათ და ვადამდელი არ დაინიშნება, ნეტარია”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g