LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ლაშხი: „ტრამპთანაც, რომელსაც მანამდე ძალიან ლანძღავდნენ თითქოს ყველაფერი დალაგდა, მაშინ რატომ აქვთ შიში 20 იანვრის, რატომ ფიქრობენ  და რატომ გვაქვს ჩვენ პოზიტიური მოლოდინები?!“

304
მარიამ ლაშხი

„როდესაც ერთი მხრივ, ყველაფერ უწოდეს ტრამპს, გალანძღეს ბოლო სიტყვებით  და მერე უცებ შექმნეს ისეთი აღქმა თითქოს სალომე ზურაბიშვილის რამდენიმე წამიანი დერეფანში მოწყობილი დახვედრით, მივარდნით. შეიძლება ყველაფერი ქნა შენი ქვეყნისთვის, როდესაც შენი ქვეყნის ინტერესებს ეხება გადახვიდე ზღვარს, თუმცა, არსებობს რაღაცა ეთიკა, რაღაც დიპლომატიის სახე და ეს სახე არ უნდა დაკარგო“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა,  მარიამ ლაშხმა გადაცემა „პოსტ ანალიტიკაში“ საუბრისას განაცხადა.

ლაშხის  თქმით, ტრამპის მოსვლის შემდეგ შეიცვლება რიტორიკა  და პოლიტიკა, მისი გაცხადებული გეგმით ომის დასრულებასთან დაკავშირებით, სრულიად შეცლის საქართველოსთვის პირობებს.

„ამ ეტიკეტის დარღვევით უფრო მეტად სასაცილო პოზიციაში აღიქვეს, თან მათ ვინც არ იციან, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები დერეფანში გამოცნაურებით არ წყდება, განწყობა შეუქმნა, რომ თითქოს ტრამპთანაც, რომელსაც მანამდე ძალიან ლანძღავდნენ თითქოს ყველაფერი დალაგდა, მაშინ რატომ აქვთ შიში 20 იანვრის, რატომ ფიქრობენ და რატომ გვაქვს ჩვენ პოზიტიური მოლოდინები?! 

ჩვენ ვართ თანმიმდევრულები.  საიდან შეიძლება გაგიჩნდეს პოზიტიური განწყობები იმისა, რომ ტრამპი როდესაც მოვა შეიცვლება რიტორიკა, შეიცლება პოლიტიკა ?! პირველ რიგში მისი ძალიან გაცხადებული გეგმით, რომ ომი უნდა დასრულდეს და ომის დასრულება საქართველოში სრულიად შეცვლის ყველა ამ პირობას.

იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ჩვენსა და ევროკავშირს შორის დაძაბულობა დაიწყო იმ დროიდან, როდესაც უკრაინაში ომი იყო და ჯეფრი საქსი ამბობს, რომ იმის მაგივრად დაგვეხედა რუკისთვის, მართლა გააზრებული  და ფრთხილი პოლიტიკა დაგვეწყო ამ ყველაფრის ფონზე,  ეს ერჩიათ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ჩვენ გვახსოვს პირველივე შეხვედრებზე, როდესაც დიპლომატები მოდიოდნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, პირდაპირ გვაიძულებდნენ, დადექით ან ომის ჩართულობის მხარეს, ან სანქციების მხარეს, ან ჩვენთან ერთად არ დგახართ,“- განაცხადა მარიამ ლაშხმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g