LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

128
მარიამი

უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკის მინისტრს აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა.

შეხვედრას, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელიც დაესწრნენ, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.

დადებითად შეფასდა საქართველოსა და საამიროებს შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმება, რომელიც სერიოზული საფუძველი და სტიმული იქნება ქვეყნებს შორის როგორც სავაჭრო-ეკონომიკური, ისე საინვესტიციო თანამშრომლობის მიმართულებით. ასევე, ხაზი გაესვა ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობას ინვესტიციების მოზიდვის, ტურისტული ნაკადების ზრდის, სამოქალაქო ავიაციის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების, პირდაპირი საჰაერო რეისების სტიმულირების მიმართულებით.