LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ქვრივიშვილი: „განვაგრძობთ მჭიდრო თანამშრომლობას შუა დერეფნის პარტნიორ ქვეყნებთან იმისთვის, რომ საერთო ძალისხმევით, საერთო პროექტებით, ჩვენი საერთო დერეფანი გახდეს კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი, არა ალტერნატიული, არამედ მთავარი სატრანსპორტო რგოლი“

479
მარიამ ქვრივიშვილი

„მნიშვნელოვანია, რომ სისტემურად განვაგრძოთ ჩვენი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის განმარტებით, ამ მიმართულებით საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან.

„განსაკუთრებით მინდა გამოვყო აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ჩინეთი – თანამშრომლობამ უკვე ხელშესახები შედეგები გამოიღო. გასულ წელს 33%-ით გაიზარდა ტვირთნაკადის ბრუნვა და ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და მომართული, რომ მიმდინარე წელიც იქნება მორიგი წარმატების წელი, რადგან ჩვენ განვაგრძობთ მჭიდრო თანამშრომლობას შუა დერეფნის პარტნიორ ქვეყნებთან იმისთვის, რომ საერთო ძალისხმევით, საერთო პროექტებით, საერთო ინიციატივებით ჩვენი საერთო დერეფანი გახდეს კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი, არა ალტერნატიული, არამედ მთავარი სატრანსპორტო რგოლი“, – განაცხადა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები