საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანს სვენ გიგოლდს შეხვდა, რომელიც თბილისში გერმანული კერძო კომპანიების დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, მათ შორის ტურიზმის, ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროებში.
შეხვედრის ფარგლებში ქართულმა მხარემ სტუმრებს წარუდგინა ვრცელი პრეზენტაცია, სადაც დეტალურად იყო მიმოხილული საქართველოს საინვესტიციო გარემო, ეკონომიკური მაჩვენებლები, ტურიზმისა და ავიაციის სფეროს აღდგენა/განვითარების დინამიკა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამები, ექსპორტის წახალისების მექანიზმები, საქართველოს პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში და ა.შ.