LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ქვრივიშვილი ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციასა და ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობს

114
კონფერენცია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, შანხაიში, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციასა და ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობს.

ღონისძიება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის მთავარი თემაა „პარტნიორობა ხელოვნური ინტელექტის სფეროში უკეთესი მომავლისთვის“.

კონფერენციის ფარგლებში, დაგეგმილია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სიტყვით გამოსვლა. მონაწილეები სამუშაო სესიაზე მთავარი თემის ირგვლივ საკუთარ ხედვებსა და მოსაზრებებს გაცვლიან.

შანხაიში მიმდინარე მსოფლიო ხელოვნური ინტელექტის კონფერენციაში 100-ზე მეტი სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციისა და კერძო სექტორის მაღალი რანგის წარმომადგენელი მონაწილეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები