საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი შეხვედრებს გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან ტიგრან ხაჩატრიანთან, ეკონომიკის მინისტრთან გევორგ პაპოიანთან და სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან დავით ხუდატიანთან. მხარეები საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი განვითარების საკითხებს განიხილავენ.
საქართველოს დელეგაციაში იმყოფებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები – თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე. ერევანში დაგეგმილ შეხვედრებში ასევე მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე.
