LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ქვრივიშვილი თურქმენეთის პრეზიდენტს სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა

111
მარიამ ქვრივიშვილი

თურქმენეთში ვიზიტით მყოფი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი რესპუბლიკის პრეზიდენტს სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და თურქმენეთის ტრადიციულად მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებზე, რომლებიც ეფუძნება თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს.

შეხვედრაზე ორმხრივი ეკონომიკური საკითხები განიხილეს, მათ შორის, აქცენტი გაკეთდა თურქმენეთიდან ინვესტიციების მოზიდვაზე, განსაკუთრებით ტრანსპორტის, ლოგისტიკის და წარმოების მიმართულებით, საუბარი ასევე შეეხო ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას.

მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის როლზე, რომელიც შავი ზღვის საპორტო ინფრასტრუქტურასთან შეუფერხებელ წვდომასა და ევროპასთან დაკავშირებას უზრუნველყოფს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ჩართულობაზე დაკავშირებადობის სხვადასხვა ინიციატივაში, რომლებიც მიზნად ისახავს ევროპასა და აზიას შორის კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო მარშრუტების განვითარებას. აღინიშნა, რომ გლობალური მიწოდების ჯაჭვების ბოლოდროინდელი შეფერხებების ფონზე, შუა დერეფანმა მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელმა საიმედო ალტერნატივამ.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g