LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ შენგელია: „5 წელია, დედა ემიგრაციაშია, მისი წასვლა ჩემი ნახევრის მოგლეჯის მსგავსი იყო… დედა ძალიან ახალგაზრდაა, 17 წლის იყო, როდესაც გამაჩინა და ახლა 39 წლის არის“

1725
მარიამ შენგელია

მომღერალი მარიამ შენგელია, რომელიც წელს საქართველოს ევროპის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ კონკურსზე – „ევროვიზიაზე“ წარადგენს, რადიო „ფორტუნას“ გადაცემას, „არტ-FM“-ს სტუმრობდა.

მარიამ შენგელიამ გადაცემაში საკონკურსო სიმღერაზე, „ევროვიზიის“ სამზადისსა და ოჯახზე ისაუბრა. ამასთან, მარიამ შენგელიამ ისაუბრა დედაზე, რომელიც უკვე 5 წელია, ემიგრაციაში, გერმანიაში ცხოვრობს.

„უკვე 5 წელია, დედა ემიგრაციაშია. ეს ჩემთვის ძალიან რთული იყო. დედა ძალიან ახალგაზრდაა, 17 წლის იყო, როდესაც გამაჩინა და ახლა 39 წლის არის. დედაჩემის წასვლა თითქოს ჩემი ნახევრის მოგლეჯის მსგავსი იყო, ძალიან რთული იყო და დღემდე ძალიან რთულია, თუმცა ყველაფერს ეჩვევი. თავიდანვე პროტესტის გრძნობა მქონდა, არ მინდოდა, რომ წასულიყო.

დედასთან რამდენჯერმე ჩავედი, თუმცა როდესაც შეჩვეული ხარ, რომ შორს არის, ბევრად უკეთესია, ვიდრე ჩადიოდე და ჩამოდიოდე, იმიტომ, რომ მივხვდი, როდესაც მისგან ვბრუნდები, ისევ ვეჩვევი მდგომარეობას, როცა ჩემს გვერდითაა და ეს ძალიან რთულია, მაგრამ ახლა შეჩვეული ვარ, რამდენადაც მტკივნეული უნდა იყოს ეს ჩემთვის“, – აღნიშნა მარიამ შენგელიამ „არტ FM“-ში სტუმრობის დროს.

ცნობისათვის, ევროვიზია 2025 შვეიცარიის ქალაქ ბაზელში 13, 15 და 17 მაისს გაიმართება. საქართველოს წარმომადგენელი, მარიამ შენგელია ევროპის წინაშე 15 მაისს, მეორე ნახევარფინალში წარდგება.

ვიდეო: „დედა ემიგრაციაშია, გერმანიაში ცხოვრობს, ეს ძალიან რთულია, ძალიან მენატრება“ – მარიამ შენგელია „იმედის“ეთერში

ვინ არის ევროვიზიაზე წარსადგენი სიმღერის და კლიპის ავტორი და როდის წარდგება მარიამ შენგელია ევროპის წინაშე სიმღერით Freedom

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g