LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ შენგელია საყვარელი მამაკაცის შესახებ: „ერთი წელი გავიარეთ და წარმოიდგინეთ, არც კი გვიჩხუბია…“

2027
მარიამ შენგელია

მარიამ შენგელია ჟურნალ „სარკეს“ თავისი სიყვარულის ამბავზე ესაუბრება.

მომხიბვლელი მომღერალი აღნიშნავს, რომ მას მეორე ნახევარი ყველანაირად უგებს:

„აბსოლუტურად მომყვება ყველაფერში. ძალიან მოსწონს ის საქმე, რასაც ვაკეთებ. წარმოუდგენელი იყო ჩემთვის, გვერდით მყოლოდა ადამიანი, რომელსაც არ მოეწონებოდა ჩემი პროფესია და საქმე“.

მარიამი დასძენს, რომ თავის საყვარელ მამაკაცთან ერთი კონფლიქტიც კი არ მოსვლია:

„ჩვენი სიყვარული ერთი წელია გრძელდება, ძალიან საინტერესო პერიოდი გავიარეთ. წარმოიდგინეთ, ჯერ არც კი გვიჩხუბია. ძალიან გაგებით და შეგნებით ვეკიდებით ყველაფერს. რა თქმა უნდა, ვკამათობთ, მაგრამ ჩხუბი, ბუტიაობები და დაშორებები არ გვქონია…“

მარიამ შენგელიამ ერთი ნახვით შეყვარების დაიჯერა: „ასაკობრივი სხვაობა ჩვენ შემთხვევაში კარგია, იცის, რა უნდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g