LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ შენგელია სპორტსმენზეა შეყვარებული: „ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ყველა საქმეს ორმაგად კარგად ვაკეთებ…“

1205
მარიამ-შენგელია

მარიამ შენგელია ჟურნალ „თბილისელებს“ უმხელს, რომ შეყვარებულია და ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს:

„ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ყველა საქმეს ორმაგად კარგად ვაკეთებ. აქამდე კარიერასა და პირადს ერთმანეთს ვერ ვუთავებდი, მაგრამ თურმე როცა გიყვარდება, სულ სხვანაირად ხდება. დღეს კარიერაში ზუსტად იმიტომ ვარ კარგად, რომ გვერდით მყავს ადამიანი, რომელიც მაძლევს ძალას ყველაფრის საუკეთესოდ გასაკეთებლად.

თურმე, კარიერა სიყვარულს არ გამორიცხავს, ამ ადამიანმა დაამსხვრია ჩემი წარმოდგენები (იცინის). ისიც მომღერალია? არა, არასდროს მინდოდა, რომ ჩემი შეყვარებული მომღერალი ყოფილიყო.

სპორტსმენია და ამ პროფესიის ხალხი ძალიან პუნქტუალურია. ეს მეც გადმომედო. აქამდე აბსოლუტურად ყველგან ვაგვიანებდი. არ მინდოდა, მაგრამ ჩემდაუნებურად გამომდიოდა. ბოლო პერიოდში ყველგან პირველი მივდივარ (იცინის).

დღის რეჟიმი აბსოლუტურად შემიცვალა, ყველაფერი თავის ადგილას დავალაგე, დილას ადრე ვიწყებ და მთელი დღე პროდუქტიული ვარ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები