LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლოლა წერეთელი: „როცა ჩემი მდგომარეობა შეიცვალა და ცარიელი დავრჩი, აღმოვაჩინე, რომ გვერდით ძალიან ცოტა ერთგული ადამიანი დამრჩა…“

985
ლოლა წერეთელი

ლოლა წერეთელი ჟურნალ „თბილისელების“ კითხვებს პასუხობს, თუ როგორია მისი დამოკიდებულება ფულთან მიმართებით და საუბრობს ცხოვრების ეტაპზე, როდესაც ფინანსების გარეშე დარჩა…

როცა მდგომარეობა შეიცვალა და ყველაფრის გარეშე დარჩით, მეგობრების ნაწილი ჩამოგშორდათ?

ლოლა წერეთელი:

დიახ, დიახ, სამწუხაროდ, ასეც ხდება. ამიტომაც ვამბობ, რომ არსებობს ადამიანების კატეგორია, ვისთვისაც ყველაფერზე მაღლა ფული დგას და ამის მიღმა არაფერი აინტერესებთ, მათ შორის, არც მეგობრობა.

ფსიქოლოგიურად როგორ გაუმკლავდით ამ ყველაფერს?

ფსიქოლოგიურად ძალიან ძნელი იყო. მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდი. არ ვიცოდი, რა მექნა, საერთოდ როგორ გამეგრძელებინა ცხოვრება. ვიყავი ადამიანი, რომელსაც ყველაფერი ბევრი ჰქონდა. როცა ასე იყო, მე არავინ მავიწყდებოდა, ყველასთან ხელგაშლილი ვიყავი. ხოლო, როცა ჩემი მდგომარეობა შეიცვალა და ცარიელი დავრჩი, აღმოვაჩინე, რომ გვერდით ძალიან ცოტა ერთგული ადამიანი დამრჩა. ადამიანები, რომლებიც გასაჭირის დროს ჩემ გვერდით არ აღმოჩნდნენ, ჩემს გონებაში დავბლოკე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g