სოციალურ ქსელებში მეორე დღეა, აქტუალურია თემა, როგორ მოკლა ბიძამ საკუთარი ძმისშვილი. ერთ-ერთი ვერსიით, ბიძას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერებებით იყო გამოწვეული. ნარკოლოგ ზურა სიხარულიძის სტატუსს, სადაც ის ამბობს, რომ „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებამ ქვეყანაში შექმნა ახალი რეალობა რომლისთვისაც მზად არ ვართ საერთოდ და ვიღებთ იმ სავალალო შედეგებს. ქვეყანაში ორმაგი დიგნოზის მქონე პაციენტი რჩება სერვისის გარეშე“. ზურა სიხარულიძის ეს სტატუსი გააზიარა ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ და აღნიშნა:
სიხარულიძე გუშინდელ შემთხვევას, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთირებას უკავშირებს და ამბობს, რომ ნარკოლოგებს და ფსიქიატრებს ასეთი ტიპის პაციენტების დიაგნოსტირება და მკურნალობა არ შეუძლიათ.
„ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებამ ქვეყანაში ახალი რეალობა შექმნა" - ნარკოლოგი მომხდარ მკვლელობაზე
ნათია ფანჯიკიძის ამ სტატუსს გამოეხმაურა ზუგდიდში მცხოვრები ნიკა სოსელია, რომელიც საინტერესო ფაქტს უზიარებს მკითხველს. გთავაზობთ მის სტატუსს:
„ჩემს ძალიან ახლო ადამიანს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები. უცნობი სუბსტანციების კეთებამ დამართა… ვერც ერთ ქვეყანაში ვერავინ დაამარცხა ნარკომანია, ნარკოტიკები და შავი ბაზარი, მაგრამ ქართულმა ეკლესიამ და პოლიციამ იცის, როგორ „გავხადოთ ჩვენი მომავალი უკეთესი“.
ხო და მოკლედ, ერთ დღესაც ძაან გაუტია… რაღაცები გაუკეთეს და გაგიჟდა… აგრესიული იყო დარბოდა აქეთ იქეთ… მოხუც დედასთან ცხოვრობს. შეგვეშინდა. რამე არ ჩაიდინოსო და დავრეკეთ ქ. ზუგდიდის პოლიციაში ( საბნებს წვავდა, ამტვრევდა რაღაცებს). პოლიციაში იცით, რა გვითხრეს?!ჯერ არაფერი დაუშავებია, უფლება არ გვაქო დაჭერის. რომ დააშავებს, მერე დავიჭერთო.
მერე ისევ ჩვენი ძალებით დავაშოშმინეთ და წამოვიყვანეთ ძალით საავადმყოფოში ( კიდევ კარგი „ადამიანის გატაცების ბრალდებით“ არ დაგვიჭირეს, ყველაფერს უნდა ელოდო ამ ქვეყანაში)
ნუ, მოკლედ, ფსიქიატრიულში ქავთარაძეზე რა ხდება, ეგ სრული მარაზმია. ნეპოტიზმის high level! ნუ ჩვენ ახლა „გაიასნებული“ გვაქვს და როცა ცუდი სიტუაცია გვაქს, სულ გამოინახება ხოლმე მისთვის ადგილი…
აი, იქ რომ მივდივარ, ცალკე ჯოჯოხეთია.. ჩემი ტოლი ბიჭები გაგიჟებულები დარბიან ეზოში და სიგარეტს თხოულობენ სულ, ჩვევად აქვთ. და ეს ბიჭები იცით რამ გააგიჟა?! ტაბლეტებმა! გრიმოდინ-ბაკლოსან-ბაგაგამებმა და სხვებმა..
მარიხუანაა დანაშაული ქვეყანაში და ფსიქოტროპული აბები ყველასთვის ხელმისაწვდომია… ჯერ ფსიქოტროპული აბები რომაა „კაიფის“ საშუალება, ის საზოგადოება რამდენით უკანაა ხვდებით?!
ნუ ახლა თქვენ მიხვდებით… არც გამიკვირდება, მაგრამ აი, ჩვენს შ.ს.ს-ში, პარლამენტში, საპატრიარქოში და მთავრობაში ამას ვერ მიხვდებიან…
ვის ადარდებს ახალგაზრდები ან მომავალი თაობა?! აგერ ახლა ნაც-ქოცების “mad games”- ის ახალი სეზონი დაიდო გუშინ. ამ ქვეყანაში არ ეყოთ სიძულვილი და ბოღმა. ევროპაში წავიდნენ… მთელს მსოფლიოს უნდა ანახონ, რა სამარცხვინოებიც ვართ. ამასობაში კი იმ „გაგიჟებულ ახალგაზრდა ბიჭებს“ კვლავ აზალეპტინით დააძინებენ, უკუნითი უკუნისამდე ამინ! სთქუა „შავ პლადოიანმა მამა ოხროხინემ” და მშიერი ერი დალოცა!
ნიკო გომელაურს აქვს ასეთი ფრაზა – „როდის იქცევა მთლიანად, ქართველი ადამიანად?!“
