LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მარიხუანას წარმოებას მხარს ვუჭერდი, შესაძლოა $2 მილიარდის ექსპორტიც მოვახდინოთ” – ივანიშვილი

116

“მარიხუანას წარმოებას მხარს ვუჭერდი, ერთადერთი მიზეზით, შესაძლოა $2 მილიარდის ექსპორტიც მოვახდინოთ”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ  ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კანაფის წარმოებას იმიტომ დათანხმდა, რომ ექსპორტიდან მოგება მომხიბლავად ჯღერს. ქართული ოცნების ლიდერის თქმით, ამ თემაზე განხილვებში თავადაც მონაწილეობდა.

ამასთან , ივანიშვილი ამბობს, რომ  მმართველი პარტია პატივს სცემს პატრიარქს, მის მოსაყდრეს და საზოგადოების აზრს, ამიტომაც შეაჩერეს კანონპროექტი.

„კანონმდებლობაში, რომელიც შევიდა პარლამენტში, იქ საუბარი იყო მარიხუანას წარმოებაზე სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით. არსად არ ყოფილა ნარკოტიკული საშუალების წარმოებაზე საუბარი. ვნახეთ საზოგადოების რეაქცია, მთელმა გუნდმა ანგარიში გავუწიეთ და შევაჩერეთ კანონპროექტი. მეც ვმონაწილეობდი განხილვებში, რენტაბელობა ძალიან დიდია – 500%-ზე მეტი”- განაცხადა ივანიშვილმა

ივანიშვილმა ისაუბრა იმაზეც, თუ რამდენად მომგებიანია კანაფის კულტივაცია:

ძალიან დიდი ობიექტური გათვლებია, რომ მილიარდის და მეტის ექსპორტი განხორციელდეს რამდენიმე წელში. მარიხუანას მწარმოებელი ქვეყნები მინდა ჩამოვთვალო: აშშ, ინგლისი, ისრაელი, საბერძნეთი, იტალია, უზბეკეთი. რა თქმა უნდა, რომ შფოთვას, რომელიც გამოავლინა საზოგადოებამ, მოჰყვა ადეკვატური რეაგირება. თუ დავრწმუნდებით რომ ეს მართლაც ხიფათის შემცველია, ჩვენი გუნდი საზოგადოების წინააღმდეგ არასდროს წასულა.
მარიხუანას წამროებას ამ მინზებით (სამედიცინო და კოსმეტიკური) მხარს ვუჭერდი, შეიძლება 2 მილიარდის ექსპორტიც მოვახდინოთ“, – ამბობს ივანიშვილი.

ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუს სამი არხის – „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „ტვ პირველის“ პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს აძლევს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები