უცნაური მრგვალი ადგილი მარსზე და “ნასას” მთავარი კითხვები – საიდან გაჩნდა აქ ეს უცნაური ზედაპირი და რა ინფორმაციას გვაძლევს აღმოჩენა მარსზე სიცოცხლის არსებობის შესახებ. ვიდეოში, სადაც ავტორი “ნასას” დაკვირვებებზე გვიყვება, ნათქვამია, რომ რამდენიმეწლიანმა კვლევამ ახალი აზრი გააჩინა:
“3 მილიარდზე მეტი წლის წინ წინ, აქ საკმაოდ დიდი მლაშე ტბა იყო”.
როგორც ვიდეოში ავტორი ჰყვება, ადგილზე სხვადასხვა სახის სულფატი, მინერალი აღმოაჩინეს, რაც მეცნიერებს იმის თქმის საშუალებას აძლევს, რომ აქ ნამდვილად იყო მლაშე ტბა ან პატარა ტბები.
“სულფატების მოლეკულების შესწავლა ამის თქმის საშუალებას გვაძლევს”, – ნათქვამია ვიდეოში.
შეგახსენებთ, “ნასას” თანამგზავრი ამ ადგილას 2012 წლის აგვისტოში დაეშვა და მას შემდეგ, ტბის შესახებ არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. 2013 წელს ნასაში ამბობდნენ, რომ მათ მარსზე მტკნარი წლის ტბა ნახეს, თუმცა კვლევები წლების მანძილზე გაგრძელდა და ახლა დადგინდა, რომ წითელ პლანეტაზე მლაშე ტბა ან პატარ-პატარა ტბები არსებობდა.
მკვლევარები ამბობენ, რომ თუ მარილებს ტბის კიდეებზეც აღმოაჩენენ, იმის ნიშანი იქნება, რომ ისინი სხვადასხვა დროს, პერიოდულად ილექებოდა.