LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარილის სიყვარული ბავშვობიდან იწყება – როგორია სუფრის მარილის დასაშვები დღიური დოზები

691
marili news

გთავაზობთ პედიატრისა და მედიცინის დოქტორის, თამარ ობგაიძის რჩევებს, თუ რა დოზით უნდა შეიტანოთ მარილი თქვენი შვილის რაციონში.

„მარილი – თეთრი, ვარდისფერი თუ შავი, ქვამარილი თუ წმინდად დაფქვილი, ზღვის წყლით გადამუშავებით მიღებული თუ მარილის საბადოებში მოპოვებული, კარგახანია, ექიმებმა საერთო სახელით მონათლეს – თეთრი სიკვდილი.

ამ ბლოგში სუფრის მარილის შესახებ მოგიყვებით.

რა არის სუფრის მარილი

ეს ნატრიუმის ქლორიდია – ბუნებში ფართოდ გავრცელებული მეტალის, ნატრიუმის მარილი, რომელსაც კაცობრიობა უხსოვარი დროიდან მოიხმარდა არამარტო როგორც საკვებისათვის გემოს მიმცემ ნივთიერებას, არამედ საკვები პროდუქტების შესანახად საჭირო საუკეთესო საშუალებას.

თავად ნატრიუმი ორგანიზმში არსებული სითხეების ბალანსის, ნერვული და კუნთოვანი სისტემების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ელემენტია.

მაშ, რატომ ვერიდებით სუფრის მარილის მიღებას?

⭕️⭕️ნატრიუმი ის ნივთიერებაა, რომელსაც ზედმეტად უყვარს წყალი. შესაბამისად, რაც მეტი ნატრიუმი გროვდება ორგანიზმში, მით მეტ წყალს აკავებს ის სისხლსა და ქსოვილებში.

❗️აუცილებლდ შენიშნავდით, ჭარბი რაოდენობით მლაშე საკვების მიღებისას წყურვილი გახრჩობთ და დიდი რაოდენობით წყალს სვამთ. დილას კი შეშუპებული ქუთუთოებით შეხვდებით. ?ისინი, კი, ვინც არტერიული წნევის მატებისაკენ არიან მიდრეკილნი, მარილის ჭარბი გამოყენების შემდეგ არტერიული წნევის მატებასაც უჩივიან. ❗️❗️❗️მაღალი არტერიული წნევა მიოკარდიუმის ინფარქტისა და თავის ტვინში სისხლჩაქცევის უხშირესი მიზეზია.

დადგენილია, რომ ნატრიუმის ჭარბი რაოდენობა ორგანიზმში ზრდის სიმსუქნის, სასუნთქი გზების დაავადებების განვითარების რისკსაც.

რატომ არ უნდა მისცეთ ბავშვებს ჭარბი როდენობით მარილი

⭕️ბავშვებში, საბედნიეროდ, არც მიოკარდიუმის ინფარქტი და არც ინსულტი გვხდვება, არტერიული წნევის მატებაც იშვიათია, მაგრამ არსებობს ერთი ფაქტი – ბავშვობაში ჩამოყალიბებული კვებითი ქცევები აუცილებლად მყარდება და გრძელდება მოზრდილობაშიც.

ასე რომ, თუ თქვენი პატარა ადრეული ასაკიდან ეჩვევა მარილის სიყვარულს, ის ამ სიყვარულს არც მოზრდილობაში დაივიწყებს.

ბავშვის ორგანიზმი ისედაც მიდრეკილია სითხის შეკავებისაკენ და დამატებითი ნატრიუმის მიღება მისთვის საჭირო არ არის.

❗️გარდა ამისა, ადრეულ ასაკში მოუმწიფებელ თირკმელს ძალიან უჭირს ჭარბი რაოდენობით ნატრიუმის „მონელება“, რაც მას სერიოზულ პრობლემებებს უქმნის.

რა რაოდენობით მარილია საჭირო დღიურად

აშშ გულის ასოციაციის რეკომენდაციით, მოზრდილი ადამიანის მიერ ნატრიუმის ქლორიდის დღიური მოხმარება არ უნდა აღემატებოდეს 5გრამს.

საერთაშორისო აქცია მარილისა და ჯანმრთელობის შესახებ (WASH) ნატრიუმისა და სუფრის მარილის დღიური დასაშვები რაოდენობების შესახებ ასეთ რეკომენდაციებს გვაწვდის:

1 წლამდე ასაკში – <1 გრამზე (ანუ <0,4გ ნატრიუმი)

1-3 წლამდე ასაკში – 2 გ მარილი (0,8 გ ნატრიუმი)

4-6 წელი – 3 გ (1,2 გ ნატრიუმი)

7-10 წელი – 5 გრ (2 გრამი ნატრიუმი)

11 წ და მეტი – 6 გრ მარილი (2,4 გ ნატრიუმი)

მთავარი რეკომენდაციები:

არ დაამატოთ სუფრის მარილი 1 წლამდე ასაკის ჩვილის საკვებს – ქალის რძე ან ხელოვნური ნარევი, ასევე ჩვილისათვის განკუთვნილი დამატებითი საკვები სწორედ იმ რაოდენობის ნატრიუმს შეიცავს, რაც საჭიროა ამ ასაკის ბავშვისათვის (იგულისხმება ბურღული, ბოსტნეული, ხორცი, ხილი)

⚠️1 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებისათვის ნუ გადააჭარბებთ სუფრის მარილის რეკომენდებულ ზღვარს.

თუ თქვენი ოჯახის მოზრდილი წევრები ვერაფრით ეგუებიან სუფრის მარილის შეზღუდვას, საკვებში მარილის დამატებამდე ბავშვის ულუფა წინასწარ ამოიღეთ.

ნუ შეაჩვევთ ბავშვს სწრაფი კვების პროდუქტებს, მათში მარილის შემცველობა, ისევე როგორც ჭარბი კალორიები, უმეტესწილად დასაშვებზე მაღალია.

⚠️შეზღუდეთ ბავშვის რაციონში სოიოს სოუსი, მარილიანი თევზი, ძეხვეული, შებოლილი თევზეული და ხორცპროდუქტები, მლაშე ყველი, მარინადი.

კრეკერების და ჩიფსების, მარილიანი თხილეულის ჯანმრთელი ალტერნატივა შესაძლოა იყოს ბოსტნეულის ჩხირები, მშრალი ან ცოცხალი ხილის ნაჭრები.

მაღაზიაში პროდუქტის შეძენისას ყოველთვის დაათვალიერეთ პაკეტის ეტიკეტი. მასზე სუფრის მარილის რაოდენობა შესაძლებელია მითითებული სულაც არ იყოს. ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა გაამახვილოთ ნატრიუმის შემცველობაზე.

როგორ გამოვთვალოთ ნატრიუმის მიხედვით სუფრის მარილის შემცველობა პროდუქტში:

ძალიან მარტივად – ეტიკეტზე მითითებული ნატრიუმის რაოდენობა უნდა გაამრავლოთ 2,5-ზე. მაგალითად, თუ პროდუქტის ეტიკეტზე მითითებულია, რომ მისი 100 გრამი შეიცავს 1 გრამ ნატრიუმს, ეს ნიშნავს, რომ 100 გრამში სუფრის მარილის რაოდენობა 2,5 გრამია. თუ თქვენ ამ პროდუქტის დაახლოებით 250 გრამს მიირთმევთ, გამოდის, რომ სუფრის მარილის დღიური დოზის სრული რაოდენობა უკვე მიღებული გაქვთ და დღის განმავლობაში მეტი აღარ უნდა მიიღოთ.

❗️❗️❗️❗️დაბოლოს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გათვლებით, ყოველწლიურად 2,5 მლნ სიკვდილის პრევენციაა შესაძლებელი, თუ გლობალურდ შეიზღუდება სუფრის მარილის მოხმარება რეკომენდებულ ასაკობრივ ზღვრებამდე.

დანარჩენი თავად დათვალეთ“.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g