დაიწყო თუ არა უკვე ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა-ამ საკითხზე ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული პალატის დირექტორმა, მარინა ენდელაძემ ისაუბრა.
მისი მოსაზრებით, შეიძლება ითქვას, რომ ვირუსის მეორე ტალღა უკვე დაწყებულია.
„უკვე არის ასეთი ტენდენცია, რომ კორონას მეორე ტალღა იქნება, პრინციპში თითქოს დაუწყო კიდეც, რადგან ინფიცირებულების რაოდენობა შემცირებული იყო, ახლა იმატებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ დრამატულად და რთულად მოვლენები არ განვითარდება“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ “რუსთავი 2-თან საუბრისას.
ცნობისთვის, დღეს კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ერთის ინფირცირების წყარო უცნობია.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 1155 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 929 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
