LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარინა ეზუგბაია: ახალ ინფიცირებულებში შიდა გავრცელების შემთხვევა არ არის

83
Capture

“ჩვენთან მოთავსებული ახალი ინფიცირებულების წყარო ცნობილია”,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, 6 ახალი ინფიცირებულიდან ინფექციურ საავადმყოფოში სამი იმყოფება.

“ქვეყანაში 6 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. სამი პაციენტი ქუთაისშია გადაყვანილი, ხოლო სამი თბილისში. არცერთი არ არის შიდა გავრცელების შემთხვევა, წყარო არის ცნობილი და არის უცხოეთიდან შემოტანილი”, – აცხადებს ეზუგბაია.

მარინა ეზუგბაიამ დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, კლინიკაში ამ ეტაპზე 1 ძალიან მძიმე პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 214-მდე გაიზარდა

“გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უცვლელია, ისევ 50-ია. ჩვენი საავადმყოფოდან 37 გამოჯანმრთელებული გავწერეთ,  ამ წუთებში 33 ინფიცირებული პაციენტი გვყავს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. მძიმე პნევმონიით 7 პაციენტი წევს, მათგან 2 არის უფრო მძიმე. მკურნალობის მიუხედავად დაავადება პროგრესირებს, მაგრამ ძალიან აგრესიულად არა და იმედია მალე დასტაბილურდება. დანარჩენი 5 პაციენტში დაავადება მძიმე ფორმით მიმდინარეობს, აღენიშნებათ მძიმე პნევმონია”, – აცხადებს ის.

მარინა ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაზე კლინიკაში არცერთი არასრულწლოვანი არ იმყოფება.

StopCov ფონდში 100 მლნ ჩაირიცხა: სულ 124.5 მილიონია

 

magti 5g