„ჩემი ცოლის დაქალებში“ ცნობილი მსახიობის, მარინა კახიანის გამოჩენის შემდეგ, ნატრულის პერსონაჟს აქტიურად განიხილავენ სოცქსელში. ბევრს მოსწონს მისი შექმნილი მეგრელი ქალის როლი, ზოგს – არა. გუშინდელი სერიის შემდეგ ეს მსჯელობა კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა.
„ვერ თამაშობს მეგრელის როლსო? რას ლაპარაკობთ? ტიპური მეგრელია და მაგიტომაც არ მოსწონს ხალხს, რომ ძალიან მაგრად თამაშობს…“
„ირმა ინაშვილი ედიშენ“
„ტიპური მეგრელი დედა… ერთადერთ ბიჭზე რომ ჭედავს, ზუსტად ასეთს ვიცნობ…“
„კახიანზე ვინმემ არ თქვას, ცუდად თამაშობსო. ასე მგონია, დაბადებიდან მეგრელია“.
„ასე უმახინჯებს ზოგიერთი დედა შვილს ფსიქიკას“.
„გაზაფხულის საღამოა მშვიდი, მიდი, დედა გენაცვალოს, მიდი“
„კახიანი ისეთი ლამაზია, თვალს ვერ ვწყვეტ…“
„კახიანი ძალიან ნიჭიერი მსახიობია“
„კახიანი საშინლად არ უხდება თავის როლს, ნატრული სხვა ვერ აირჩიეს? ძალით მეგრელობს…“
„აი, იმდენი წელია, ამ სერიალს ვუყურებ, ერთი სერია არ „გამიმაზავს“ და რაც ნატრულის პერსონაჟი გყავთ, ვეღარ ვუყურებ უკვე, საშინლად თამაშობს ეს ქალი და ზედმეტობა გამოდის აშკარად, მოაშორეთ, რა…“
„კარგი, აღარ გვინდა ეს მეგრელები, სხვა რამე მოიფიქრეთ…“
„ქალბატონი მარინა კახიანი არის უნიჭიერესი“