LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიტა როხვაძე: „ჩემი, როგორც მომღერლის რეჟიმთან შეგუება ცოტა გაუჭირდა…“

283
მარიტა როხვაძე

მარიტა როხვაძე ახლახან საკუთარ დაბადების დღეზე დაინიშნა. მისი რჩეული ფიტნესინუტრუქტორი დავით ტაბიძეა. წყვილის სიყვარულის ამბავი უკვე სამ წელს ითვლის.

ექსკლუზივი: ახლად დანიშნული მარიტა როხვაძე არატრადიციულ ქორწილს გეგმავს: „მზე, ზღვა და ქვიშა, ჩემი საოცნებო ქორწილი ასეთია…“

მარიტა ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მის შეყვარებულს დრო დასჭირდა იმისთვის, რომ მისი, როგორც მომღერლის რეჟიმს შეგუებოდა:

„კარანტინის პერიოდში სულ ერთად და ჰარმონიულად ვიყავით, საერთოდ არ ვკმათობდით, მაგრამ როგორც კი კარანტინი დასრულდა და დავუბრუნდი ჩემს აქტიურ ცხოვრებას, იქ უკვე გაჩნდა გარკვეული პრობლემები და კითხვები – „აბა, სად ხარ, რა სიტუაციაში ხარ…“ მოკლედ, გარკვეული პერიოდი დასჭირდა იმისთვის, რომ ზუსტად გაეგო და გაეთავისებინა ჩემი ცხოვრების რიტმი.

ჩემი, როგორც მომღერლის რეჟიმთან შეგუება ცოტა გაუჭირდა. ამის შემდეგ უფრო კარგად გავიცანით ერთმანეთი, ერთმანეთის ცხოვრების ტემპსაც ავუღეთ ალღო და ყველაფერი დასტაბილურდა. როდესაც ადამიანი შენს პროფესიას პატივს სცემს, იქ უკვე არანაირი პრობლემა არ არსებობს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები