LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიუპოლის მერი: ქალაქის ინფრასტრუქტურის 90% განადგურებულია, 40% აღდგენას არ ექვემდებარება

77
SS6AFSGF7BNB5KBOOBLLDTJ2BY

მარიუპოლის მერის განცხადებით, რუსების მიერ ქალაქის ინფრასტრუქტურის 90% განადგურდა, აქედან მინიმუმ 40% აღდგენას არ ექვემდებარება.

ამის შესახებ ვადიმ ბოიჩენკომ მრგვალი მაგიდის გარშემო ისაუბრა, სადაც რუსეთის შეჭრის შედეგებზე ისაუბრეს.

“მხოლოდ წინასწარი შეფასებით, მარიუპოლში ბლოკადის ერთი თვის განმავლობაში 5000 ადამიანი მოკლეს, რომელთაგან დაახლოებით 210 ბავშვი იყო. რუსეთის ტერორისტულმა ჯარებმა რამდენიმე სუპერ ძლიერი ბომბი ესროლეს ბავშვთა საავადმყოფოს, გაანადგურეს ქალაქის საავადმყოფოს ერთ-ერთი შენობა. თითქმის 50 ადამიანი ცოცხლად დაწვეს. დაბომბეს დრამატული თეატრი, სადაც იმ დროისთვის თავს 900-ზე მეტი ადამიანი აფარებდა. ეს მარიუპოლის მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართული განადგურების მხოლოდ რამდენიმე მაგალითია”, – განაცხადა მარიუპოლის მერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g