აზოვის ლეგიონის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი „რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში აცხადებს, რომ მარიუპოლის ქარხანა „აზოვსტალი“ თითქმის მთლიანად განადგურდა. მისივე განმარტებით, ნანგრევების ქვეშ ბევრი ადამიანია მოყოლილი.
„ჩვენ ვიბრძოლებთ, გამოვიყენებთ ყველა ვაზნას, რაც დაგვრჩა, მაგრამ მოვუწოდებთ სამშობლოს გადაარჩინოს მშვიდობიანი მოსახლეობა, დაჭრილები და წაიღოს ცხედრები“, – აღნიშნა პალამარმა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში