LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიუპოლში, ერთ-ერთი სარდაფის ნანგრევების ქვეშ, 200-მდე ცხედარი იპოვეს

88
მარიუპოლი

მარიუპოლში ერთ-ერთი სარდაფის ნანგრევების ქვეშ თითქმის 200 ცხედარი იპოვეს – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მარიუპოლის მერის პრესმდივანმა პეტრ ანდრიუშჩენკომ „ტელეგრამის“ თავის არხზე განაცხადა.

„მარიუპოლი. სამარხი. პროსპექტ მირაზე, გარეუბნის ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ, მაღალსართულიანი შენობის დალაგებისას, ნანგრევების ქვეშ, სარდაფში, 200-მდე გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივების მიერ დაღუპულთა ცხედრების შეგროვებასა და შეფუთვაზე უარის თქმის გამო, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ სამუშაო ადგილი დატოვა“, – განაცხადა ანდრიუშჩენკომ.

„ადამიანებს, რომლებიც გაქცევას ცდილობენ, აშიშვლებენ, სცემენ და მარიუპოლში აბრუნებენ“ – „კადიროველებმა“ ოკუპირებულ რეგიონში პატრულირება დაიწყეს

მერის მრჩეველი პეტრ ანდრიუშჩენკო აცხადებს, რომ ბერდიანსკისა და ზაპოროჟიესკენ მიმავალი გზები მკაცრი კონტროლის ქვეშაა.

მანვე დასძინა, რომ დაღუპულთა ცხედრები ადგილზე დარჩა, ნაწილობრივ დაშლილი ნანგრევების გამო, სუნი თითქმის მთელ კვარტალში იგრძნობა. მარიუპოლის მერის პრესმდივანმა ასევე განაცხადა, რომ მარიუპოლში მაღალსართულიანი შენობების ეზოებიდან გადასვენების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია.

„დონეცკიდან ეგრეთ წოდებული „სახელმწიფო კორპორაციის“ „რიტუალის“ დაკრძალვისა და ექსჰუმაციის სამუშაოების დაწყების გამო, მაღალსართულიანი კორპუსების ეზოებიდან გადასვენების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია.

„ოფიციალური“ უფასო დაკრძალვისთვის, თქვენ უნდა დაელოდოთ რიგს, მიცვალებულის ცხედარი დამოუკიდებლად მიიტანოთ „მორგში“, აჩვენოთ, რომ გარდაცვლილის ცხედარი ახლახან იპოვეს, ან დათანხმდეთ ვიდეოს ჩაწერას, სადაც განმცხადებელი იტყვის, რომ ის უკრაინის არმიამ მოკლა“, – განაცხადა მერის პრესსპიკერმა.

როგორც ანდრიუშჩენკომ თქვა, ამასთან დაკავშირებით, მეტროს მიმდებარედ ექსპრომტულ მორგში ჩანთებში დიდი რაოდენობით გვამები ჩაყარეს. როგორც  UNIAN იტყობინება, მარიუპოლი რუსმა დამპყრობლებმა პრაქტიკულად გაანადგურეს, სინათლე, წყალი, სითბო დიდი ხანია არ არის.

მერი, ვადიმ ბოიჩენკო ამბობს, რომ ქაოსურმა დაკრძალვამ და ზაფხულის წვიმამ შესაძლოა ქალაქში ეპიდემიური კატასტროფა გამოიწვიოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები