LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიუპოლთან 30-მეტრიანი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს

183
Untitled design

უკრაინის ქალაქ მარიუპოლთან ახალი, 30-მეტრიანი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს.

ამის შესახებ უკრაინული მედია “უნიანი” მარიუპოლის მერზე დაყრდნობით წერს.

ვადიმ ბოიჩენკო აცხადებს, რომ ამ გზით ოკუპანტები ცდილობენ, საკუთარი ბოროტმოქმედების შედეგები დამალონ.

“ჩვენმა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა თქვეს, რომ დღეს მანგუშთან ოკუპანტებმა გათხარეს მასობრივი საფლავი და ცხედრები სატვირთო მანქანებით მოიტანეს”, – თქვა ბოიჩენკომ.

9 აპრილს უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა ლუდმილა დენისოვამ განაცხადა, რომ მარიუპოლში რუსული მობილური კრემატორიები ინტენსიურად მუშაობენ.

მისი თქმით, კრემატორიუმი განთავსდა საწყობების ინდუსტრიულ ზონაში, ვოლოდარსკის გზატკეცილზე სავაჭრო ცენტრთან.

შეგახსენებთ, 11 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მარიუპოლში ათიათასობით ადამიანი დაიღუპა.

ქალაქი რუსმა ოკუპანტებმა 1 მარტიდან გადაკეტეს. გაეროს სასურსათო პროგრამის შეფასებით, მარიუპოლში ვითარება კატასტროფულია და აქ ადამიანები შიმშილით იღუპებიან.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

მარიუპოლში ადამიანები შიმშილით კვდებიან – გაეროს სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელი

ოკუპანტები 9 მაისს მარიუპოლში “გამარჯვების კარნავალს” გეგმავენ – მარიუპოლის მერის მრჩეველი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები