LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიუპოლში ადამიანები შიმშილით კვდებიან – გაეროს სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელი

155
Untitled design (1)

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელი უკრაინის ქალაქ მარიუპოლში არსებულ ურთულეს ვითარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქალაქი შიმშილობს. 

უკრაინის ომმა, შესაძლოა, ისეთი მასშტაბის შიმშილი გამოიწვიოს, როგორიც ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა: გაეროს გენერალური მდივანი

ქალაქი, რომელიც თვეზე მეტია ოკუპანტების ალყაშია მოქცეული, უკრაინელი სამხედროების მცირე რაოდენობით ებრძვის მტერს.

100 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე საკვების, წყლისა და გათბობის გარეშეა დარჩენილი.

დევიდ ბიზლიმ მარიუპოლის კრიზისზე “ასოშიეითედ პრეს”-თან ინტერვიუში ისაუბრა და თქვა, რომ ალყაში მოქცეულ ქალაქში ადამიანები შიმშილით იღუპებიან:

“ჩვენ არ დავთმობთ მარიუპოლის მოსახლეობას და უკრაინის სხვა ქალაქების მაცხოვრებლებს, რომლებთანაც ამ დრომდე ვერ მივაღწიეთ. მაგრამ ეს დამანგრეველი სიტუაციაა: ხალხი შიმშილით კვდება”, – თქვა მან.

ბიზლი ვარაუდობს, რომ ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისი, სავარაუდოდ, გაუარესდება, რადგან რუსეთის მხრიდან თავდასხმა არ წყდება, დაზვერვის სამსახურები კი მომდევნო კვირებში შეტევების გაძლიერებას ვარაუდობენ. 

გაეროს სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელი ასევე ამბობს, რომ მარცვლეულის ექსპორტიორ უკრაინაში რუსეთის შეჭრა ასევე საფრთხეს უქმნის სხვა ქვეყნების სტაბილიზაციას, რადგან ომმა შეიძლება გამოიწვიოს მიგრანტების მასობრივი ტალღები – “მოქალაქეები, რომლებიც ეძებენ უკეთეს ცხოვრებას სხვაგან”.

ბიზლი აღნიშნავს, რომ მიმდინარე კონფლიქტის გამო, გაერო და სხვა ორგანიზაციები უკრაინის მოქალაქეებს სათანადოდ ვერ ეხმარებიან:

“მე ვერ ვხედავ ამის შემსუბუქების გზებს. მე უბრალოდ ვერ ვხედავ”.

როგორც ბიზლი ამბობს, რესურსებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა პრობლემის მხოლოდ ნაწილია და ამავდროულად არის ადამიანური ძალისა და საწვავის დეფიციტიც, რადგან რესურსები ომისკენ არის მიმართული:

“ეს კრიზისი არ იქნება მხოლოდ მომდევნო რამდენიმე დღე, ვითარება შეიძლება მომდევნო რამდენიმე კვირასა და რამდენიმე თვეში კიდევ უფრო გართულდეს, ვიდრე ახლა არის”, – ამბობს სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები