LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის ომმა, შესაძლოა, ისეთი მასშტაბის შიმშილი გამოიწვიოს, როგორიც ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა: გაეროს გენერალური მდივანი

301
Untitled design (1)

“უკრაინაში მიმდინარე ომმა, შესაძლოა შიმშილობა გამოიწვიოს”, – ასეთ პროგნოზს გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში აკეთებს.

უკრაინელი ხალხი ჯოჯოხეთს ითმენს, დროა, ეს აბსურდული ომი დასრულდეს! – გაეროს გენერალური მდივანი 

გუტერეში აღნიშნავს, რომ ამ შიმშილობამ შეიძლება ისეთი მასშტაბები მიიღოს, როგორიც ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა:

“უკრაინის ომმა, შესაძლოა, კაცობრიობის 1/5-ზე მეტში ისეთი მასშტაბის სიღარიბე, გაჭირვება და შიმშილი გამოიწვიოს, როგორიც ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა.

ომის ასეთი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, მსოფლიოში ყველაზე ღარიბი და დაუცველი ადამიანების გადასარჩენად აუცილებელია მშვიდობა”, – წერს გუტერეში სოციალურ ქსელ “ტვიტერში”.

როგორც “უნიანი” წერს, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, მსოფლიოს მასშტაბით, უკვე შეწყდა მნიშვნელოვანი მიწოდების ჯაჭვები, რამაც გამოიწვია საწვავისა და საკვების ფასების სწრაფი ზრდა.

მარცვლეულის ექსპორტის გარდა, უკრაინა არის მზესუმზირის ზეთის პირველი მიმწოდებელი, ასევე სოიოს, ფრინველის ხორცის, თაფლისა და რძის პროდუქტების მნიშვნელოვანი მიმწოდებელი.

საუბარია  სასურსათო კრიზისზე, რადგან როგორც რუსეთი, ასევე უკრაინაც აგროსექტორის მთავარი ექსპორტიორები არიან.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, ყველაზე დიდ დარტყმას იმ ქვეყნების ეკონომიკა მიიღებს, რომლებიც ყველაზე მეტად არის დამოკიდებული უკრაინისა და რუსეთის იმპორტზე.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g