LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარჯანიშვილზე ავარიისას დაშავებული 13 წლის ბიჭის მდგომარეობა სტაბილურია

143
ავარია

მარჯანიშვილზე მომხდარი ავარიისას დაშავებული მოზარდი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. ექიმების ინფორმაციით, მას ტვინის შერყევა აქვს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„ბავშვთა გადაუდებელი ემერჯენსის განყოფილებაში მოყვანილია 13 წლის ბიჭი. ირკვევა, რომ მას დაეჯახა მანქანა და მოყვანილია როგორც ქალა ტვინის ტრავმის დიაგნოზით.

შემოსვლისას გარეგნულად გამოხატული ჰქონდა თავის ტკივილი, მარცხენა გვერდის და ფეხის ტკივილი. ჩაუტარდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, მუცლისა და შინაგანი ორგანოების ექოსკოპია. ამჟამად იმყოფება დაკვირვების ქვეშ“, – განაცხადა ნეიროქირურგმა.

ექიმი განმარტავს, რომ დაშავებული ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს.

შეგახსენებთ, მარჯანიშვილის მოედანზე დაცვის პოლიციის ავტომობილი მოზარდს დაეჯახა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.