„ფეისბუქის“ დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ შვილის დაბადების შემდეგ 2 თვით დეკრეტულ შვებულებას აიღებს, ამის შესახებ ცუკერბერგმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
„კვლევებმა აჩვენა, რომ უმჯობესია, დასაქმებულმა მშობლებმა გამონახობ დრო, იყვნენ საკუთარ შვილებთან, ასე რომ – შვებულება მშობლებისთვისაც და შვილებისთვისაც საუკეთესო გადაწყვეტილებაა,“ – ამბობს „ფეისბუქის“ დამფუძნებელი.
ივლისში მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ ის და მისი ცოლი – პრიცსილა გოგონას ელოდებიან.