LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარკ ცუკერბერგი ჰაკერების მსხვერპლი გახდა

53

„ფეისბუქის“ დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგს „ტვიტერის“ და Pinterest-ის ანგარიშები გაუტეხეს.

აღნიშნულის შესახებ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ჰაკერების ჯგუფმა Ourmine აიღო. მათ „ტვიტერზე“ განაცხადეს, რომ მილიარდერს „ინსტაგრამისა“ და LinkedIn-ის ანგარიშებიც გაუტეხეს. ჰაკერები წერენ, რომ ცუკერბერგის უსაფრთხოებას ამოწმებენ და შესთავაზეს, რომ „ფეისბუქის“ დამფუძნებელი მათ დაუკავშირდეს.

„ტვიტერზე“ მარკ ცუკერბერგს 2012 წლის შემდეგ არაფერი დაუწერია, ჰაკერებმა გუშინ მისი ანგარიშით რამდენიმე პოსტი დაწერეს, რომელიც უკვე წაშლილია.

საკუთარი კვალი დატოვეს Pinterest-ის ანგარიშზეც და აღნიშნეს, რომ ჯგუფმა Ourmine-მა გატეხა.

ცუკერბერგის „ინსტაგრამზე“ ახალი არაფერი გამოჩენილა, აღნიშნულ ქსელში „ფეისბუქის“ დამფუძნებელს სულ 30 ფოტო აქვს განთავსებული.

_89888218_mark-zuckerberg-twitter-hack

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები