LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეცნიერო ფანტასტიკა რეალობაში – რა არის ,,მეტა” და რა გეგმები აქვს მარკ ცუკერბერგს?

413
cukerbergmetaa

რამდენიმე დღის წინ მარკ ცუკერბერგმა საზოგადოებას ყველასთვის საყვარელი და ნაცნობი სოციალური ქსელების რებრენდინგი, მეტა წარუდგინა. ცუკერბერგი აცხადებს, რომ Meta საშუალებას მოგვცემს სხვა ადამიანებს განსაცვიფრებელი გამოცდილება მაშინაც კი გავუზიაროთ, როცა ფიზიკურად მათთან ერთად ვერ ვიქნებით. შედეგად კი შეგვეძლება, რომ მათთან ერთად გავაკეთოთ ის, რასაც ფიზიკურ სამყაროში ვერ გავაკეთებდით. მაინც, რა არის “მეტა“, როგორც ევოლუციური ტექნოლოგია?

ცუკერბერგის თქმით, “მეტა” ინტერნეტის მომავალია, რომელიც ადამიანებს ვირტუალურ რეალობაში გადასვლის საშუალებას მისცემს. “ფეისბუქის ” დამაარსებელი ფიქრობს, რომ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში სოციალური კავშირები, გართობა, თამაშები, ფიტნესი, მუშაობა, განათლება და კომერცია მთლიანად ვირტუალურ რეალობაში გადაინაცვლებს.. კომპანია, რომელიც მანამდე უმეტესწილად სოციალურ ქსელად აღიქმებოდა, მეტავერსად გადაიქცევა.

“მეტა” ბერძნული სიტყვაა და ქართულად „მიღმას“ ნიშნავს, რაც Facebook-ის ხედვას კარგად ერგება. როგორც მარკ ცუკერბერგმა აღნიშნა, ამიერიდან კომპანია იმუშავებს იმ პროდუქტებზე, რომლებიც ჩვენი სამყაროს მიღმა, მეტავერსში იარსებებს. მეტავერსში ერთ-ერთი მთავარი როლი სამუშაო სივრცეს დაეთმობა: ამაზე ცუკერბერგი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ წერდა, როცა Horizon Workrooms-ი წარადგინა. აღსანიშნავია, რომ ამიერიდან, Oculus Quest-ის ვირტუალური რეალობის პლატფორმას ორგანზომილებიანი საოფისე და გასართობი აპლიკაციები დაემატება. ცუკერბერგმა დააანონსა ვირტუალური სახლების აპლიკაცია, Horizon Home-იც, რომელიც ძალიან წააგავს Horizon Workrooms-ს, თუმცა უფრო მეტ ფუნქციას ითავსებს.

მაგალითად, Horizon Home-ში ვირტუალური სახლის შექმნა იქნება შესაძლებელი, რომელშიც მეგობრების დაპატიჟებას, მათთან დროის გატარებას, ფილმების ყურებას და თამაშს შეძლებთ. გარდა ზემოთ ხსენებული მოწყობილობებისა, Facebook-მა პრემიუმ-სეგმენტის ვირტუალური რეალობის ახალი სათვალეც დააანონსა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტის შესახებ ბევრი რამ ჯერ კიდევ უცნობია, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ სათვალეს მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩვენება შეეძლება, რაც მეტავერსში გამოცდილების მიღებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სათვალე ბაზარზე მომავალ წელს გამოჩნდება.

„ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც ტექნოლოგიას ადამიანების დასაკავშირებლად იყენებს. როგორც იქნა, ერთად შეგვიძლია, რომ ჩვენი ტექნოლოგიის შუაგულში ადამიანი მოვაქციოთ. სოციალური ქსელების ისტორიაში სრულიად ახალი ერა იწყება“, – აღნიშნა ცუკერბერგმა.

აღსანიშნავია, რომ “მეტავერსის” შექმნის იდეა მარკს არ ეკუთვნის. იგი სათავეს 1990-იანი წლების კიბერ-პანკ ნოველიდან, ‘ხარვეზიდან” იღებს, სადაც კარგადაა ნაჩვენები სამყარო,რომელში მცხოვრები სინამდვილისაგან დაღლილი და გატეხილი ადამიანები შვებას ვირტუალურ რეალობაში გაქცევაში ეძებენ.

ცუკერბერგი ამბობს იმასაც, რომ მას ახალი გამოწვევები არ აშინებს და ამიტომაც, სულაც არ აპირებს, მიბაძოს “გუგლის” შემქმნელებს და თავისი კომპანია სხვას გადაულოცოს.

“წინ გრძელი გზაა და მე მის გავლას თქვენთან ერთად ვაპირებ”.- აცხადებს ის.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები