მარკ ცუკერბერგის მინიმალისტური და ერთფეროვანი სტილის შესახებ ბევრ ადამიანს უხუმრია, უმრავლესობას არც თავად Facebook-ის დამაარსებელი ჩამორჩა. რამდენიმე საათის წინ, მან ბრენდ H&M-თან ერთად ერთობლივი სარეკლამო კამპანია Mark Zuckerberg & H&M წარმოადგინა.
ერთი შეხედვით ყველაფერი ეჭვგარეშე გამოიყურებოდა: მარკის შავ-თეთრი პორტრეტი, კოლექციის სლოგანი – „დილიდან ერთი საზრუნავით ნაკლები“ და ლუქბუკი, რომლის მთავარი გმირიც ცუკერბერგი იყო.
ის, რომ ეს საპირველაპრილო ხუმრობა იყო, თავად კოლექციიდანაც გამოჩნდა, რომელიც შვიდი ნაცრისფერი მაისურისა და ერთი ჯინსის შარვლისგან შედგებოდა.

