LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარკ ენტონი 25 წლით უმცროს მეუღლეს ვერ წყდება

534
page

ჯეი ლოს ყოფილი მეუღლე, მარკ ენტონი მეუღლესთან, ნადია ფერეირასთან ერთად Miami Open-ის გახსნას დაესწრო. 56 წლის მარკი 25 წლის ნადიას გვერდიდან ვერ შორდებოდა, მას ხან კოცნიდა, ხანაც მისი ხელი ეჭირა.

ამ დღეს მარკს შავი პიჯაკი და ჯინსის შარვალი ეცვა, ნადია კი ელეგანტურ კაბაში იყო გამოწყობილი, მის „ლუქს“ „ერმესის“ ჩანთა ასრულებდა.

ცნობისთვის, წყვილს 2023 წელს პირველი საერთო შვილი შეეძინა, მოდელისთვის ეს პირველი შვილია, მარკ ენტონისთვის კი მეშვიდე. მას ნადიამდე სამი ცოლი ჰყავდა, მათ შორის ჯენიფერ ლოპესი, რომელთანაც 17 წლის ტყუპები ჰყავს.

56 წლის მარკ ენტონი 25 წლის მეუღლეს პირდაპირ ეთერში შეუვარდა და თავი არ დაანება, სანამ კოცნა არ დაიმსახურა – ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს

ფოტო/ვიდეო: უმშვენიერესი ცოლი და წარმატების პიკი – მარკ ენტონიმ სცენაზე ცეცხლი დაანთო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები