რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მუსიკალური დაჯილდოების „ოქროს ტალღის“ შესახებ „რუსთავი 2“-ის გადაცემა სხვა შუაღამეში ჰოლდინგის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თათა სადრაძემ ისაუბრა. მისი თქმით, წელს 11 ივნისს მომღერლები 15 ნომინაციაში დაჯილდოვდებიან, ღონისძიება კი ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება.
„წელს გვაქვს ცვლილებები. გვეყოლება 6 წამყვანი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოწვეული სტუმარია მარკ მარტელი, რომელიც 8 თვით ადრე დავითანხმეთ საქართველოში სტუმრობაზე. ის „ქუინის“ 8 სიმღერას შეასრულებს, რომლებიც ყველასთვის საყვარელია,“ – აღნიშნა თათა სადრაძემ.
გადაცემაში მომღერალმა ლელა წურწუმიამ, ნომინანტებზე ისაუბრა და თქვა, რომ დაჯილდოებაზე არაჩვეულებრივი მომღერლები არიან წარდგენილი.
„სამი ვოკალისტი მომღერალი მოვხვდით ამ ნომინციაში. ისინი არაჩვეულებრივი მომღერლები არიან. მე მინდა, რომ უფრო მეტი მოტივაცია და უფრო სურვილი იყოს. მხოლოდ სასიამოვნო კი არ უნდა იყოს ეს დაჯილდოება, არამედ ძალიან მაგარი უნდა იყოს,“ – თქვა ლელა წურწუმიამ.
გადაცემის წამყვანები და მოწვეული სტუმარი, მომღერალი ლელა წურწუმია დაინტერესდნენ დაემატება თუ არა უამრავ ნომინაციას „წლის კონცერტი“, რაზეც თათა სადრაძემ განაცხადა, რომ ამ ნომინაციას აუცილებლად განიხილავენ.