Nothing Breaks Like a Heart ასე ჰქვია სინგლს, რომლის რელიზი 29 ნოემბერს შედგება. საინტერესოა, რომ ტრეკის ავტორები თავად ბრიტანელი და ამერიკელი მუსიკოსები არიან.
მომღერლებმა ოფიციალური რელიზი მას შემდეგ გაამჟღავნეს, რაც ორშაბათს, ,,ინსტაგრამზე” დუეტის მუსიკალური რგოლის თიზერი გამოაქვეყნეს.
ცნობილია, რომ ტრეკის სატელევიზიო პრემიერა 7 დეკემბერს, The Graham Norton Show-ში გაიმათება. 15 დეკემბერს თანამედროვეობის ორი საუკეთესო შემსრულებელი Saturday Night Live-ის მუსიკალური სტუმარი იქნება.
Early present for you. ?#SNL pic.twitter.com/gwfSdqP76f
— Saturday Night Live – SNL (@nbcsnl) November 26, 2018
შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია, ვარსკვლავური წყვილის კოლაბორაციის შესახებ, ცნობილი მაისში გახდა. უკვე ივნისში, რონსონმა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში თქვა, რომ სიახლე დღის სინათლეს მალე იხილავდა, თუმცა თარიღი არ დაუსახელებია.