LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

marketer.ge-მ “ზარაფხანას” სარეკლამო კლიპი უკანონოდ გაავრცელა?

241

„ზარაფხანა“ www.marketer.ge-ზე მისი სარეკლამო რგოლის უნებართვოდ დადებას აპროტესტებს.

როგორც „ფორტუნას“ კომპანიაში განუცხადეს, 2014 წელს ნაკანი-მამასახლისის სტუდიის მიერ დამზადებული კლიპი ხარვეზების გამო კომპანიამ დაიწუნა და გადაწყვიტა, მის გავრცელებაზე უარი ეთქვა.

„კლიპში არსებული ხარვეზების გამო, რომლის აღმოფხვრაც  შემსრულებელმა ვერ უზრუნველყო „ზარაფხანა”-მ გადაწყვიტა, არ გამოეყენებინა ეს კლიპი. ნაკანი-მამასახლისის სტუდიას დამკვეთმა ამის შესახებ აცნობა და კლიპის დაწუნების მიუხედავად, ვიდეო-რგოლის დამზადების საფასური შემსრულებელს სრულად აუნაზღაურა, შესაბამისად, მიიღო საკუთრების სრული და ერთპიროვნული უფლება,“- განაცხადეს კომპანიაში.

„ზარაფხანაში“ აცხადებენ, რომ ხარვეზების მქონე კლიპის გაშუქება არანაკლებ საზიანოა სარეკლამო სფეროს იმ წარმომადგენლებისთვისაც, ვინც უშუალოდ მიიღო მონაწილეობა ამ კლიპის შექმნასა და ინტერნეტ-წყაროებში მის განთავსებაში.

„გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ www.marketer.ge პორტალზე აიტვირთა აღნიშნული კლიპი ყოველგვარი შეთანხმების და უფლების გარეშე, რითაც დაირღვა კომპანია „ზარაფხანა”-ს საკუთრების უფლება. ხარვეზების შემცველი ვიდეო რგოლი, როგორც „ზარაფხანა”-ს რეკლამა, უკანონოდ გავრცელდა,“- განაცხადეს „ზარაფხანაში“.

2016 წლის 11 იანვარს www.marketer.ge-ს საიტზე დაიდო „ზარაფხანას” სარეკლამო კლიპი , რომელიც კომპანიის დაკვეთით 2014 წლის ნოემბერში იქნა დამზადებული ნაკანი-მამასახლისის სტუდიის მიერ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g