თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, გუშინ მარნეულიდან გადმოიყვანეს ახალშობილი, რომელსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩნდა. რატიანის განმარტებით, ახალშობილს აქვს სუნთქვის უკმარისობა, თუმცა საერთო ჯამში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად მიიჩნევა. ლაბორატორიული ანალიზის პასუხს დღეს ელოდებიან.
“გუშინ ჩვენთან მარნეულიდან გადმოიყვანეს 9 დღის ახალშობილი, როგორც საეჭვო შემთხვევა. აღენიშნება სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ამ ეტაპზე ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო ნაცხი გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში”, – განაცხადა ლევან რატიანმა.
კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, დღეს დილით მიღებული სხვა საეჭვო პაციენტების ლაბორატორიული ანალიზით, ახალი კორონავირუსის შემთხვევა არ დადასტურებულა.