LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მარნეულიდან გადმოყვანილი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ჰოსპიტალიზაცია დაგვიანებულია” – ლევან რატიანი

230
1 ლევან რატიანი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი აცხადებს, რომ კლინიკში განთავსებული 5 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მისი განმარტებით, ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტთა ნაწილს აღენიშნება მწვავე პნევმონია, ამიტომ მათი მდგომარეობა მეტად საყურადღებოა. რატიანის თქმით, მძიმეა მარნეულიდან გადმოყვანილი პაციენტის მდგომარეობაც. კლინიკის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ დაინფიცირებულმა 18 მარტს მიმართა საავადმყოფოს და მას იმ დღესვე დაუდგინდა “კოვიდ-19”.  მდგომარეობის გაუარესების შემდეგ პაციენტი გადმოიყვანეს თბილისში. ამ დროისათვის ის სუნთქვით აპარატზეა შეერთებული. რატიანი აცხადებს, რომ პაციენტის ჰოსპიტალიზაცია დაგვიანებული იყო.

“დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა მძიმეა, საყურადღებოა, მაგრამ მართვადია. რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა დამძიმებულია. აქვთ სუნთქვის უკმარისობა. მარნეულიდან გადმოყვანილი პაციენტი ჩვენთან შემოყვანის დროს იყო მძიმე მდგომარეობაში. წარმოდგენილი დოკუმენტაციით მან 18 მარტს მიმართა საავადმყოფოს და იმ დღესვე დაუდგინდა კორონავირუსი. როგორც კი დინამიკაში დამძიმდა სიტუაცია, ის გადმოიყვანეს ჩვენთან. ჰოსპიტალიზაცია იყო დაგვიანებული და არა დიაგნოზი. მას თვითონ უნდა მიემართა ექიმისთვის ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისას”, – აცხადებს ლევან რატიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g