LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე 7 საჩივარია დაწერილი

79

მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე 7 საჩივარია დაწერილი. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული საჩივრები მცირე პროცედურულ ხარვეზებს შეეხება. კერძოდ, ცესკო-ს სპიკერის ინფორმაციით, ერთ-ერთ საჩივარში აღნიშნულია, თითქოს კენჭისყრის პროცესი 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციამ აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმა და საარჩევნო უბანი დილის რვა საათზე პირველი ამომრჩევლის მისაღებად მზად იყო.

მისივე თქმით, 48-ე საარჩევნო უბანზე საკმაოდ ბევრი დამკვირვებელი და საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლებამოსილი პირი იმყოფება, რამაც გარკვეული პროცესების შეფერხება გამოიწვია. ცესკო-ს სპიკერის ინფორმაციით, ერთ-ერთ საჩივარში მითითებულია, თითქოს 48-ე საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაცია ხმამაღლა არ გამოაცხადა, რასაც თავის მხრივ ცსკო გადაამოწმებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები