მარნეულში, ერთ-ერთ საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლემ მოსწავლე დანით დაჭრა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დღეს მოხდა – არსებული ცნობითვე, მოსწავლე თავსა და კისრის არეშია დაჭრილი და ის კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
