LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულში 23 წლის ბიჭი მოკლეს

62
პოლიცია-შსს-პატრული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში 23 წლის ბიჭი მოკლეს.

უწყების ცნობით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მარნეულში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობლად მცხოვრებ ახლობელს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალდებული დაკავებულია და მას 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g